სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს
ივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუ
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყო
დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას ცდილობდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
ისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებს
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 41.9%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 120-ადგილიან ქნესეთში 57 მანდატს მიიღებს, ხოლო მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი – 47 მანდატს.
შალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაა
მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება
„ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას. სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდება
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდება.
მიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა
სერბეთის ფონზე გუშინ ბევრი ამბობდა 2028 წლის არჩევნების უნდა დაველოდოთო. სინამდვილეში, პროტესტანტებმა ვუჩიჩი აიძულეს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სერბეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა. განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე ს
MICHELIN-ის გზამკვლევი პირველად თურქეთის ყველა რეგიონს მოიცავს - შედეგები 3 დეკემბერს გახდება ცნობილი
2027 წელს MICHELIN-ის გზამკვლევი პირველად მოიცავს რესტორნებს მთელი თურქეთის მასშტაბით. აქამდე გზამკვლევი მხოლოდ ცალკეულ ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავდა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოება თურქეთის სხვადასხვა კუთხის კულინარიული ტრადიციებისა და გამორჩეული რესტორნების უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს. ახალი შერჩევის შედეგები 3 დეკემბერს, სტამბოლში გამართულ ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ალანია საერთაშორისო სანაპირო სპორტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას - World Winners Cup 2026-ს უმასპინძლებს
ანტალიის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ცენტრიცაა. 2026 წელს ალანია სანაპირო ფეხბურთის საკლუბო ჩემპიონატს, World Winners Cup-ს , უმასპინძლებს. ტურნირი, რომელიც პირველად სწორედ ალანიაში ჩატარდა, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ ქალაქს უბრუნდება.