—

მიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა

35
მიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა
მოსასმენად დააჭირეთ

სერბეთის ფონზე გუშინ ბევრი ამბობდა 2028 წლის არჩევნების უნდა დაველოდოთო. სინამდვილეში, პროტესტანტებმა ვუჩიჩი აიძულეს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სერბეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში ამბობენ, რომ „ყველა ლიდერი უნდა ჩავაჩოჩოთ“ და ულიდეროდ ვიბრძოლოთ, თუმცა ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერები აუცილებლად უნდა იყვნენ გამოყენებული.

„სერბეთის ფონზე გუშინ ბევრი ამბობდა 2028 წლის არჩევნების უნდა დაველოდოთო. სინამდვილეში, პროტესტანტებმა ვუჩიჩი აიძულეს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები (თუმცა კი აკრძალა წინასწარ ყველა ძირითადი ოპოპარტია).

ცოტა ხნის წინ ძირითადად ის ხალხი ვინც მადიარის მსგავს ლიდერს ითხოვდა, ახლა იძახის ყველა ლიდერი უნდა ჩავაჩოჩოთ და ულიდეროდ ვიბრძოლოთო. სიმართლე შუაგულშია, პროტესტი უნდა იყოს მაქსიმალურად დეცენტრალიზებული, მაგრამ ქვეყანაში არსებული ნამდვილი ლიდერი (ლიდერები) აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერი ციხეშია.

საჭიროა იმ ხალხის აქტიურობა ვინც ქვეყანაში ჯერ კიდევ გადაადგილდება და ისინი ისე უნდა გაიშალონ, რომ მაქსიმალურად არ დააჭერინონ თავი.

ახლა არავის გარიყვის დრო არ არის. 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდა. ახლაც ერთადერთი რეცეპტი არის ერთიანობა. ასე იყო უნგრეთში და ასე მოხდა სერბეთშიც.

ჩემი ხელით დავამატე საქართველოს გერბს „ძალა ერთობაშია“ , - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress.ge

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →