საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 220 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 200 339 გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.
