ელენე ნიჟარაძე ,,სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს, - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ყველა კითხვას პასუხი, ხვალ, 25 დეკემბერს ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე გაეცემა.
შესაბამისად, ხვალ გახდება ცნობილი, უკავშირდება თუ არა, ნიჟარაძის გათავისუფლება პოლიტიკურ სკანდალს, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ, ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ეხება.
(Report)
