ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,იმერეთში" აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კორპუსიდან 12 ოჯახი ევაკუირებულია. მათივე ცნობით, აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივის აირის გაჟონვამ გამოიწვია.
,,ხუთსართულიანი შენობის, პირველ სართულზე განთავსებულ უმოქმედო რესტორნის სარდაფში, პირველადი ინფორმაციით, მოხდა ბუნებრივი აირის აფეთქება. შენობა დაზიანდა ნაწილობრივ. მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც მაშველებმა გამოიყვანეს, ორივე მათგანი კონტაქტური იყო. პარალელურად, განხორციელდა კორპუსის ევაკუაცია, 12 ოჯახია გამოყვანილი. გრძელდება სამუშაოები", - განუცხადეს უწყებაში.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდაცველები. ტერიტორია ყვითელით ლენტით არის შემოსაზღვრული.
(report)
