” 13 ნოემბრის შემდეგ ყარაბაღში ნაპოვნია მოკლული 892 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი”, - თქვა მან.
InterPress.ge იუწყება რომ ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნან თადევოსიანმა "Sputnik Armenia" ს განაცხადა,
"დღეისათვის ჩვენ 892 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ვიპოვეთ. ბოლო დღეებში მუშაობა შეჩერდა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის გამო. მაგრამ გუშინ ძებნა გრძელდებოდა ჯაბრაილში, ფიზულსა და გარახანბეილში. დღეს ისინი განაგრძეს ჯაბრაილსა და ფიზულში", - თქვა თადევოსიანმა.
მან დაამატა, რომ მუშაობა გაგრძელდება ზანგილანში. ამინდი მაშველებისთვის სერიოზული დაბრკოლებაა. დეკემბრის მოკლე დღეები მნიშვნელოვნად ამცირებს ძიების ეფექტურობას. ძებნაში ძირითადად სომეხი და რუსი მაშველები მონაწილეობენ.
მაშველებს ახლა შეუერთდნენ ცნობილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დაკარგული სამხედროების მშობლები.
"ეს მათი ოცნება იყო, ჩვენ მათ შესახვედრად წავედით. მშობლები დათანხმდნენ და ჩვენთან ძებნაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს", - თქვა მოხელემ.
