იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად მთელ საქართველოში, წლების განმავლობაში მშენებლობის ბუმია, გარდაბანში ახალი საცხოვრებელი კორპუსი თითქმის ნახევარი საუკუნეა, არ აშენებულა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად, ჩვენს ქალაქში დაიწყო მასშტაბური მშენებლობა, რომელიც არათუ საცხოვრებელ კორპუსს, არამედ მთელ ინფრასტრუქტურულ კომპლექსს მოიცავს.
ზოგადად, სახლების ნაწილი ხასიათდება კარგი მდებარეობით, ნაწილი – განსაკუთრებული არქიტექტურით, ხელსაყრელი გადახდის პირობითა თუ დამატებითი სერვისით. როცა საქმე შენს სახლს ეხება, სახლს, სადაც უნდა იცხოვრო, რთულია გააკეთო არჩევანი რომელიმეს სასარგებლოდ, რადგან ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია.
სწორედ ამიტომ შევქმენით პროექტი, სადაც ყველაფერი აუცილებელი ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაერთიანდა.
ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ „გარდ პლაზა“, რომელიც ქ. გარდაბანში, დ.აღმაშენებლის #27-ში შენდება, ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდეს. ჩვენს მიერ დაპროექტებული ნაგებობა ითვალისწინებს კომფორტის ყველა აუცილებელ პარამეტრს.
კომპლექსი შედგება სამი დამოუკიდებელი შენობისგან. დაგეგმარების კონცეფცია ეფუძნება ყოველი კვადრატული მეტრის ეფექტურ გამოყენებას და მაცხოვრებლების ინტერესებზე მორგებას. სტანდარტული ბინების ფართი მერყეობს 53კვ.მ.-სა და 172კვ.მ.-ს შორის. თითოეული შენობის ბოლო სართულზე განლაგებული იქნება დიდი ტერასები და საღამოობით შეგიძლიათ დატკბეთ ჩვენი ქალაქის ხედებით.
პროექტის უპირატესობები:
• მოსახერხებელი მდებარეობა - ქალაქის 2 ცენტრალურ ქუჩას შორის, ორივე მხრიდან საავტომობილო გზის ხელსაყრელი მისასვლელით.
• კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა:
- მიწისქვეშა ავტოსადგომი (გარდაბნისთვის უცხო და ექსკლუზიური);
- სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის, კომერციული ფართი 5000 კვ.მ, საბავშვო ბაღი, საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, სასტუმრო, ბანკი, ანუ ყველაფერი ერთ სივრცეში.
ტელ:
+995-511-14-00-77
+995-511-16-00-77
