საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის ფაიგ გულიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა, 14 ეთნიკურად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ფაიგ გულიევმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა პატივი მივაგო დაღუპული მებრძოლების სულებს. საელჩომ მხარი დაუჭირა საქართველოში ჩვენი მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალის ორგანიზებას, ასევე მათი ნათესავების აზერბაიჯანში სტუმრობას. საქართველოს რეგიონებში მდებარე მეჩეთებში, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ, დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს, წაიკითხეს ლოცვა მათი სულის განსვენებისთვის", - განაცხადა ფაიგ გულიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდენისთვის, დეოკუპაციური ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელება მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს.
Report
