მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ტესტირების ჩატარების მასშტაბი.
"გავაინტენსიურეთ ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი, ყოველდღიური მაჩვენებელი 15 ათასიდან 18 ათასის ფარგლებშია და უნდა ავიდეთ 20 ათასზე. ალბათ, სადღაც სამშაბთ-ოთხშაბათს ჩვენ ავალთ დღიური მაჩვენებლით 20 ათას კვლევაზე.
შესაბამისად, გამოვლენა მეტი გვექნება, მაგრამ ძირითადად მაინც იქნება მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების ხარჯზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
