საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ პლაკატები წარწერებით „112 მიპასუხე“ „სისტემა გაჭედილია“. აქციის მონაწილეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას აპროტეტებენ. მათი თქმით, „ 112-ის სისტემა ჩამოშლილია“ .
„ადამიანები დღითიდღე იღუპებიან, ისეთი სიტუაციაა, როდესაც მართლა ვერაფერს ვერ აკეთებენ. ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდული ფრითს წარმომადგენლები მოვედით, რომ ეს ფაქტი გავაპროტესტოთ“,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
