„სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერეს, 20 ნოემბერს აზერბაიჯანის არმიის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის არმიის გადაადგილების ამსახველი კადრები სოციალური ქსელებით ვრცელდება.
9 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე აღდამის რაიონი 20 ნოემბერს აზერბაიჯანის კონტროლქვეშ უნდა გადავიდეს.
![აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სამხედრო შენაერთები აღდამის რაიონში შევიდნენ [ვიდეო]](/web/uploads/images/az%C9%99rbaycan-army3.jpg)