16 
ნოე
2020
11:19
19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 249, აჭარაში - 516, იმერეთში - 477

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – 5, იმერეთში – შვიდი, შიდა ქართლში – ორი, ხოლო ქვემო ქართლში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

Bizimlə əlaqə saxlayın



ჟურნალისტი

Humay Məmmədova