"ვმუშაობთ ფინანსური რესურსების რაციონალური გადანაწილებისთვის, "- ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
საუბარია მთვარობის მხარდამჭერ მეოთხე ფაზაზე, რომელსაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პრემიერთან ერთად ამუშავებს.
ესაა გეგმა, რომლითაც მთავრობა მოსახლეობას და ბიზნესს მიზნობრივ დახმარებებს გაუგრძელებს.
დიდი ალბათობით, ამ კატეგორიაში მოხვდება სამსახურდაკარგული მოქალაქეები და ყველაზე მაღალი დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესები, რომლის წარმომადგენლებსაც პრემიერი სექტორალურად შეხვდება.
"ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლისა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებით და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას, რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ეკონომიკას უნდა შევუნარჩუნოთ”, - განაცხადა გახარიამ.
