საოლქოს შენობასთან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მხარდამჭერები და შემაჯამებელი ოქმის მიღებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ფორმით საკუთარ ხმებს იცავენ და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა საარჩევნო ოლქთან გააკრეს გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და მერიის წარმომადგენლების სურათები.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
