ერევანში, თავისუფლების მოედანზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად მთიანი ყარაბაღის ზონაში ომის დასრულების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის გაუქმებას ითხოვენ.
ამჟამად სომხეთის დედაქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინტერესების ღალატში სდებენ ბრალს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, დეპუტატი გაგიკ წარუკიანი. სომხური მედიის ცნობით, ასევე დააკავეს კიდევ რამდენიმე აქტივისტი და ოპოზიციონერი დეპუტატი.
