საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, შესაბამისად, კანონთან შესაბამისობაშია წუხელ აქციის მიმდინარეობისას გამოწერილი ყველა ჯარიმაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ 8 ნოემბერს ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს შეზღუდვები არის დაწესებული კანონის შესაბამისად, რომელიც არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა არის შესაძლებელი როგორც საგანგებო, ასევე, არასაგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ან უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და ასე უფრო მძაფრად შეიზღუდოს ადამიანის უფლებები, ან უფრო რბილად შეიზღუდოს. ამ შემთხვევაში გამოყენებულია ადმიანის უფლებების შეზღუდვის რბილი ფორმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
