ჩვენი სურვილია, მეორე ტურის შემთხვევაშიც კონკურენტული არჩევნები შედგეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვიცით, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის უკვე ემზადება, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაგალითად: თელავში, გლდანში, ბათუმში, ისინი აგიტატორებსაც ამატებენ იმისთვის, რომ სრული სამზადისი ჰქონდეთ მეორე ტურთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კარგი იქნება მათი სრულფასოვანი მონაწილეობა. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 17-ვე ოლქში მოვიგებთ მეორე ტურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.
