ვერცერთი სისტემა ვერ გაუძლებს ერთად ბერვ ავადმყოფს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ჩვენი დედები, შვილები. ეს პრობლემა არის მთელ დედამიწაზე და არის ჩვენთანაც. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ სულ პატარა წვლილს იმაში, რომ პირბადით ვივლით ყველგან, ერთმანეთისგან დისტანციას დავიცავთ, დამერწმუნეთ, სხვა არაფერი გააჩერებს კორონას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
