ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გასროლის ხმა იყო. ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს.
ბესიკ გაზდელიანის განცხადებით, გასროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ გაისმა.
"ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს, ალბათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად", - განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.
.jpg)