როგორც მათ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დედა-შვილი მათივე ახლო ნათესავმა, მამა-შვილმა მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ისინი გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი ბრალდებული 16 წლის მოზარდია.
"საღამოს საათებში სროლის ხმა გავიგეთ და ადგილზე მოვედით. ეზოში ორი მოკლულის, დედა-შვილის ცხედარი ვნახეთ. მკვლელობის მოტივი ყველა ჩვენგანისთვის უცნობია,“- აცხადებს ოჯახის ახლობელი.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნათესავებს შორის უთანხმოება არ ყოფილა.
"ორივე წყნარი ოჯახი იყო, ჩხუბის ხმაც კი არასდროს გაგვიგია. ყველა გაკვირვებული ვართ,“ - აღნიშნავს მეზობელი.
გარდაცვლილები ექსპერტიზაზე რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.
.jpg)