"ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობთ, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შემოსვლის მიზეზებზე საუბრობს მთავარ არგუმენტად მოჰყავს უზუსტობები ოქმებში. სწორედ ეს პროცესი წარიმართება დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა ერთად შეხედავს რა ხარისხის იყო ეს უზუსტობები. ამის შემდეგ მათი ერთადერთი არგუმენტი მოიხსნება", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბოიკოტის ერთადერთი არგუმენტი, რომელიც უზუსტობებს ეხება მალე გაქარწყლდება.
"ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის შედეგი, რაც ამ საარჩევნო სისტემით იყო გათვლილი. პარლამენტში მხოლოდ "ქართული ოცნების" ყოფნა არ იქნება სწორი სურათი, მაგრამ ამ სურათზე პასუხისმგებელი იქნება ოპოზიცია, რომელსაც არ ექნება ამის გასაკეთებლად საფუძველი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,ღამის კურიერში".
ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
