აციის მონაწილეები ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს, შენობის შესასვლელთან განთავსებულ სპეციალურ რკინის ბარიკადებზე ხელების ბრახუნითა და შეძახილებით აპროტესტებენ.
როგორც საზოგადოებრივი აქტივისტი ზვიად კუპრავა აქცადებს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მესამე ვადით საქართველოში არავინ არ დაუკანონებს.
"დიქტატურა სხვა კი არაფერი არ არის, ამათ თუ გაუვიდათ მესამე ვადა და დაკანონებული დიქტატურა, რა თქმა უნდა მოიქცევიან ისე, როგორც იქცევიან სხვა რეჟიმები შუა აზიის ქვეყნებში. მაგრამ ეს ასე არ გაუვათ, რადგან ეს არის საქართველო, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს არის ევროპა და ევროპაში მესამე ვადით ივანიშვილს დიქტატურას არავინ არ დაუკანონებს", - განაცხადა კუპრავამ.
ამ დროისათვის ცესკოს ეზოში მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
