გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, 50 წლის კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და მეორე მეზობელიკი დაჭრა და მიიმალა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.
ექიმების შეფასებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
მომხდართან დაკავშირებით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონიძიებები.
