პრეზიდენტი სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, გუშინ გვიან ღამით, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 6 და დაშავდა 10 ადამიანი. ტრაილერი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა.
სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით, თურქეთის მოქალაქე, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
.jpg)