პასუხისმგებლობით მოეკიდეთ სამოქალაქო ვალდებულებას და ყველას გთხოვთ, მიდი არჩევნებზე, კორონავირუსთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძე განაცხადა.
„რაც შეეხება კორონავირუსის ციფრებს, ამის თამაშის ერთადერთი მიზანია დააშინონ ამომრჩეველი, რომ ნაკლები მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, იმიტომ, რომ თუ ცოტა ამომრჩეველი მოვა, ფიქრობენ, რომ უფრო მეტი შანსი აქვთ უკეთესი შედეგი ჰქონდეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობს მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
