ბრიტანული კომპანია Survation, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ ბოლო კვლევას ასაჯაროებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნების წინა რეიტინგს ასახავს.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - 55%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 22 %
"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 5%
"ლელო" - 4%
"ევროპული საქართველო" - 4%
"პატრიოტთა ალიანსი" - 3%
"გირჩი" - 2%
"ლეიბორისტული პარტია" -2%
სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%.
ამასთან, კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს, ამაში სრულიად დარწმუნებულია - 70%, მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია - 24%, 3% აცხადებს, რომ მხოლოდ მცირედით არის დარწმუნებული, სრულიად არ არის დარწმუნებული - 3%
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Survation-მა, "რუსთავი 2-ის" დაკვეთით 1 210 რესპოდენტი გამოკითხა.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 მეათედი პროცენტია.
