როგორც მან განმარტა, ჩანს, რომ მოსახლეობა ვირუსთან თანაცხოვრებასა და გარკვეული წესებით ცხოვრებას ეჩვევა.
“ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სახეზეა ურთიერთთანამშრომლობა. არის დარღვევები, თუმცა სულ უფრო და უფრო შეინიშნება თანაცხოვრებასთან და წესებთან შეგუება.იმედია, ეს ტენდენცია შენარჩუნდება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა
