გიორგი გახარია განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნების მუშაობა შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყველა სხვა გასართობ ობიექტს.
"მსოფლიოში არ არსებობს ვირუსის შეჩერების სხვა მეთოდი, გარდა მკაცრი შეზღუდვებისა. მაგრამ ყელას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკას ზიანი არ მვაყენოთ, ამიტომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია გახლავთ წერტილოვანი შეზღუდვები, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან" - განაცხადა გახარიამ.
