”სომხეთის მახინჯი პოლიტიკა ნათელია. იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის ასეთ მახინჯ საქმეებს აკეთებენ, როდესაც ისინი ბრძოლის ველზე მარცხდებიან . მშვიდობიანი მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ სასტიკი ქცევა მათთვის ჩვეულებრივია. აზერბაიჯანელმა ხალხმა ეს ხოჯალის გენოციდის მაგალითზე ნახა ”.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ Haber Turk ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება InterPress.ge.
”კიდევ ერთხელ, აზერბაიჯანის არმიამ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა მთელ ფრონტზე და ოკუპაციისგან რამდენიმე ქალაქი და სოფელი გაათავისუფლა. განმათავისუფლებელი ოპერაცია წარმატებით გრძელდება. როგორც დღეს დილით მითხრეს, აზერბაიჯანის არმიამ ამ მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯები გადადგა. ამ საკითხზე განცხადება თავის დროზე გაკეთდება “- აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
.jpg)