მისივე განმარტებით, კონსულტაციების გაგრძელება არ იგეგმება, რადგან სომხეთმა კონსულტაციების მიღება რუსეთისგან ისურვა.
„არ გრძელდება, მათ ძირითადად, ასე ვთქვათ, ისურვეს, რომ ასეთი კონსულტაციები მათ რუსეთმა ჩაუტაროს“,- აღნიშნა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთს შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაეხმარებოდა საქართველო სომხეთს კორონავირუსის ინფექციის მართვაში.
