InterPress.ge-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა დროულად აღმოუჩინეს მძღოლს პირველადი დახმარება, რის შედეგადაც მისი სიცოცხლისთვის საფრთხის თავიდან აცილება მოხერხდა. დაშავებული მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყვნენ მაშველები.

