კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ანტალია საერთაშორისო სპორტული ტურიზმის ფორუმს მასპინძლობს

361
ანტალია საერთაშორისო სპორტული ტურიზმის ფორუმს მასპინძლობს
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს - ამჯერად, აქ სპორტული ტურიზმის ფორუმი „Sports & Events Türkiye“ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ იგი პირველად ჩატარდება თურქეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ…

თურქეთი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს - ამჯერად, აქ სპორტული ტურიზმის ფორუმი „Sports & Events Türkiye“ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ იგი პირველად   ჩატარდება  თურქეთის  ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში, ანტალიაში , რომელიც გაგრძელდება  31 მაისიდან 3 ივნისამდე.

გლობალური სპორტული ღონისძიებების ბაზარი მნიშვნელოვნად იზრდება და პროგნოზის მიხედვით, 2031 წლისთვის მისი მოცულობა 609 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. სწორედ ამ ფონზე, თურქეთმა თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და კარგად განვითარებული სპორტული ტურიზმის სისტემის დამსახურებით,

შეძლო თავი დაემკვიდრებინა  საერთაშორისო ღონისძიებებისთვის მიმზიდველ ქვეყნად, რაც მის იმიჯს საერთაშორისო ტურისტულ ასპარეზზე კიდევ ერთხელ განამტკიცებს.

ღონისძიება ტარდება სხვადასხვა სახელმწიფო და ტურისტული ორგანიზაციების მხარდაჭერით. აქ ერთად თავს მოიყრიან  სპორტისა და ღონისძიებების სფეროს წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. მისი მთავარი მიზანია თურქული კომპანიების დაკავშირება საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან   და თანამშრომლობის გაძლიერება ისეთ მიმართულებებით,  როგორიცაა სპორტული მოგზაურობა, ტურნირები, ჯგუფური ტურები და  სხვ.

ღონისძიება გააერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს და 80-ზე მეტ ადგილობრივ ორგანიზაციას. დაგეგმილია 1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა (B2B), ასევე სხვადასხვა აქტივობები -  ქსელური შეხვედრები, სასტუმროებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერება, სპორტული ღონისძიებები, ქალაქის ტურები და გალა საღამოები.

თურქეთი ვიზიტორებს   მრავალფეროვან სპორტულ შესაძლებლობებს სთავაზობს.  ზაფხულში შესაძლებელია წყალთან დაკავშირებული აქტივობებით დაკავება, მაგალითად, დაივინგი,    და კაიტსერფინგი, ასევე, ზამთარში   თხილამურებით სრიალი, ხოლო გაზაფხული და შემოდგომა იდეალურია გოლფისთვის, ლაშქრობისა და რაფტინგისთვის. სწორედ ეს მრავალფეროვნება აქცევს ქვეყანას როგორც აქტიური დასვენების, ისე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ტარდება არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, მათ შორის Tour of Türkiye, Bosphorus Cup და Salomon Cappadocia Ultra Trail, რომელმაც  საერთაშორისო აღიარებაც კი მოიპოვა სპორტული ტურიზმის სფეროში.

რაც შეეხება ანტალიას, იგი არა მხოლოდ პოპულარული საკურორტო ქალაქია, არამედ სპორტული აქტივობებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ცენტრად ითვლება.   აქ წელიწადის 300 დღე მზიანი ამინდია , რაც იდეალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა სპორტისთვის. რეგიონში მოგზაურობის დროს შეგიძლიათ ლაშქრობა ლიკიის გზაზე, ველოსიპედით სეირნობა, გოლფი ბელექში, დაივინგი ქაშში, რაფტინგი ქოფრულუს კანიონში და სხვა საინტერესო აქტივობები.

ანტალია ასევე ცნობილია საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებით, როგორიცაა Turkish Airlines Open, Runtalya Marathon და Tour of Antalya. ქალაქს უკვე აქვს დიდი გამოცდილება მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის პოზიციას გლობალურ სპორტულ ტურიზმში.

საბოლოოდ, „Sports & Events Türkiye“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ თურქეთი ჩამოყალიბდეს როგორც საერთაშორისო სპორტული ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ჰაბი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →