არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დავის ნიადაგზე განვითარდა. ინციდენტის დროს ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში დანით დაჭრეს.
შემთხვევა მარნეულის ცენტრში დაფიქსირდა. თვითმხილველების განცხადებით, დაშავებული გარკვეული დროის განმავლობაში სისხლში მოცურებული უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემდგომ იგი მარნეულში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
