თურქეთი აღდგომის დროს - სულიერი და ისტორიული მარშრუტები
აღდგომა ყოველთვის გაზაფხულის ლამაზ დღეებს ემთხვეოდა და წელსაც არ იქნება გამონაკლისი. ამ დროს მცირე მოგზაურობაც კი განსაკუთრებულად სასიამოვნო ხდება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისთვის თურქეთი ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად ითვლება, რადგან აქ ერთმანეთს ერწყმის გაზაფხულის ფერადი ბუნება და მრავალსაუკუნოვანი სულიერი მემკვიდრეობა. თურქეთში ქვეყნის სხვადასხვა ქრისტიანული მარშრუტი მოგზაურებს საშუალებას აძლევს, აღდგომა იმ ადგილებში აღნიშნონ, სადაც ადრეული ქრისტიანობა ჩამოყალიბდა. ეს კი მოგეხსენებათ, მოგზაურობას განსაკუთრებით საინტერესოს და დაუვიწყარს ხდის.
თურქეთში მრავალი პილიგრიმული გზა არსებობს. ეს მარშრუტი გრძელდება იზნიქიდან კაპადოკიამდე. აღნიშნული ადგილები აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებულ ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობას ანიჭებს.
სულიერი მოგზაურობა იზნიქიდან იწყება
ბურსაში მდებარე ისტორიული ქალაქი იზნიქი აღდგომის პერიოდში დასათვალიერებლად ერთ-ერთი საინტერესო ადგილია. აღსანიშნავია, რომ ქალაქი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია და ასევე „Cittaslow“-ის (ნელი ქალაქების) ქსელსაც ეკუთვნის. აღნიშნული ქრისტიანობის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რადგან აქ ორი მნიშვნელოვანი საეკლესიო კრება გაიმართა. განსაკუთრებით ცნობილია ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, სადაც გადაწყდა თუ, რა დღეს უნდა აღინიშნოს აღდგომის დღესასწაული.
იზნიქი სტამბოლთან ძალიან ახლოს მდებარეობს და ის გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზია. ქალაქში შეგიძლიათ ნახოთ აია სოფია, გაისეირნოთ ძველი ქალაქის კედლებთან და მოინახულოთ რომაული ამფითეატრი. საგულისხმოა, რომ აქ ასევე აღმოაჩინეს უძველესი სამარხი, სადაც გამოსახულია „კეთილი მწყემსი იესო“.
ქალაქში დასვენება მხოლოდ ისტორიული ღირსშესანიშაობების დათვალიერება არ არის. თქვენ აქ შეგიძლიათ ტბაზე კანოეთი გაისეირნოთ ან მთელი ბუნება ველოსიპედით მოიაროთ. საოცარი გურმანების მეშვეობით კი, ადგილობრივ რესტორნებში შეგეძლებათ ზღვიდან ახლადდაჭერილი თევზებიც დააგემოვნოთ. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი კერამიკით. XV–XVII საუკუნეებში იზნიქი ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო, სადაც დეკორატიულ ფილებს ამზადებდნენ.
შვიდი ეკლესიის გზა
თურქეთის ბიბლიური მემკვიდრეობა ასევე დაკავშირებულია შვიდ ეკლესიასთან, რომლებიც დღეს იზმირის, მანისისა და დენიზლის რეგიონებში მდებარეობს. ბიბლიის მიხედვით, წმინდა იოანემ სწორედ ამ ეკლესიებს გაუგზავნა წერილები, რომლებშიც იესოს გზავნილები იყო გადმოცემული. ეს ეკლესიები მდებარეობდა შემდეგ ქალაქებში: ეფესო, სმირნა (დღევანდელი იზმირი), პერგამონი, თიათირა, სარდისი, ფილადელფია და ლაოდიკეა.
ეს ტერიტორიები ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და გაზაფხულზე განსაკუთრებით ლამაზია. ეფესო, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ადგილია. აღსანიშნავია, რომ აქვე ახლოს მდებარეობს ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც დღესაც ტარდება აღდგომის ღვთისმსახურებებები და წირვები.
ეფესოდან დაახლოებით ერთი საათის გზაზე მდებარე ურლა კი ცნობილია თავისი ვენახებით, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებითა და ადგილობრივი პროდუქტისგან მომზადებული საოცარი კერძებით.
აღსანიშნავია, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი გორემეს ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი , კაპადოკიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობად. აქ მდებარე ეკლესიები ცნობილია თავისი ლამაზი თაღებითა და კედლებზე მოხატული ფრესკებით.
საგულისხმოა, რომ კაპადოკია ცნობილია ძველი მეღვინეობის ტრადიციითაც, რომელიც პირველი ქრისტიანი ბერების პერიოდიდან მოდის. რეგიონის მონახულებისას ცხადია, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები და ღვინოები.
ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ავანოსს, სადაც მცირე სახელოსნოებში სტუმრებს ტრადიციული კერამიკის გაკეთებასაც ასწავლიან. მისვლიდან, დაახლოებით 30 წუთში შეგიძლიათ თავადაც სცადოთ ეს ძველი ხელობა.
წმინდა პავლეს გზაზე
აღდგომის პერიოდში შეგიძლიათ იმოგზაუროთ სამხრეთ ანატოლიაში, სადაც ქრისტიანობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოციქულმა წმინდა პავლემ დიდი დრო გაატარა. აღსანიშნავია, რომ წმინდა პავლეს ბილიკი იმ ქალაქებსა და რეგიონებს აერთიანებს, სადაც მან ქრისტიანობა გაავრცელა.
მარშრუტი იწყება პერგედან (Perge) და ქოფრულუს კანიონის ეროვნული ( Köprülü Canyon) პარკიდან, შემდეგ ერთმანეთს ადადას (Adada) უძველეს ქალაქში უერთდება და ისპარტაში მდებარე იალვაჩში (Yalvaç) მთავრდება. ამ გზაზე ასევე, შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ ანტალიის რეგიონში მდებარე დემრეს (Demre )და მოინახულოთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, სადაც მისი სამარხიც მდებარეობს.



