ირანის ოფიციალური განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების მხრიდან ნებისმიერი სახის სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში, ირანის პასუხის სამიზნედ როგორც ისრაელი, ასევე აშშ-ის რეგიონში განთავსებული სამხედრო ბაზები განიხილება და ისინი ლეგიტიმურ ობიექტებად ჩაითვლება.
ირანის პარლამენტის სპიკერის, მუჰამედ ბაქირ კალიბაფი, განცხადებით, თუ შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს დაიწყებს, ირანი პასუხის ფარგლებში მიზანში ამოიღებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე ამერიკის სამხედრო და საზღვაო ინფრასტრუქტურას.
ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევის გათვალისწინებით უკვე მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფება.
.jpeg)