ადამიანების დიდ ნაწილს სიტყვა დეპრესიაც კი სტრესში აგდებს. ზოგი ამ დიაგნოზს ცხოვრების დაუძლეველ ბარიერად მიიჩნევს. თუმცა მედიკოსები ასე არ ფიქრობენ. მათი მტკიცებით ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტთა უდიდესი ნაწილის სიმპტომები მართვადია და ამ მნიშვნელოვან პროცესში ერთ-ერთი საუკეთესო დასაყრდენი მედიკამენტი ადეპია.
ხანგრძლივი უხასიათობა, უხალისობა, უგუნებოდ ყოფნა, ცხოვრების ხალისის დაკარგვა, ნეგატიური განწყობა, დათრგუნვა, გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა, სიცარიელისა და იმედგაცრუების შეგრძნება - თუ ეს სიმპტომები უკვე გაუსაძლისი ხდება, იპოვეთ ძალა და აუცილებლად მიმართეთ შესაბამის ექიმს - ფსიქიატრს, რომელიც ზუსტად დაარქმევს სახელს ამ სიმპტომებს. ხოლო თუ დეპრესიის დიაგნოზი დაგისვათ, მაშინვე ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი.
იყო დრო, როდესაც ფსიქიკური დარღვევების აღიარება სირცხვილად ითვლებოდა, დღეს ეს სტიგმა დაძლეულია.
რჩევა N 1
ადეპი, რომლის შემადგენელი აქტიური ნივთიერებაა მირტაზაპინი 30მგ.-ია, ანტიდეპრესანტიის კლასს განეკუთვნება და მისი მოხმარება საკმაოდ უსაფრთხოა. თუმცა, გახსოვდეთ ანტიდეპრესანტების, მათ შორის ადეპის თვითნებური მიღება, ექიმის დანიშნულების გარეშე, კატეგორიულად დაუშვებელია.
რჩევა N 2
ადეპის დანიშვნვის შემთხვევაში ნუ დაელოდებით ეფექტს მეორე ან მესამე დღესვე, რადგან ამ მედიკამენტის შედეგი 2-4 კვირის შემდეგ ვლინდება.
რჩევა N 3
პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ - არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება ყოველდღე, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს, ძილის წინ და აუცილებლად გაითვალისწინეთ ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები დალევის წესთან დაკავშირებით. ზოგადად ერთი დღის დოზა შეგიძლიათ მიიღოთ ორ მიღებაზე - ერთი დოზა დილით და მეორე საღამოს.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპეთ მთლიანად, დაუღეჭავად, ვინაიდან მწარეა და უნდა მიაყოლოთ წყალი.
რჩევა N 4
დაიცავით დოზები - ანოტაციის მიხედვით, მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის ადეპის საწყისი დოზა დღე-ღამეში არის 15-30 მგ. მაგრამ ეფექტის მისაღწევად შეიძლება ეს დოზა ექიმმა გაზარდოს.
გახსოვდეთ, მირტაზაპინი არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.
რჩევა N 5
მედიკამენტის დოზის გადაჭარბება არ არის სასურველი, თუმცა ასეთ შემთხვევაში დამაზიანებელი სიმპტომები უმეტესად მსუბუქია.
რჩევა N 6
როგორ უნდა მოიქცეთ დოზის გამოტოვებისას - თუ ადეპის სვამთ დღეში ერთხელ ძილის წინ, მაგრამ ღამე დაგავიწყდათ დალევა, გამოტოვებული დოზა არ მიიღოთ მომდევნო დილას - ძილიანობას იწვევს. მკურნალობა გააგრძელეთ დანიშნულებისამებრ.
მაგრამ თუ იღებთ დღეში ორ ტაბლეტს და დაგავიწყდათ დილით წამლის მიღება, დალიეთ ის ღამის დოზასთან ერთად;
თუ გამოგრჩათ ღამის დოზა, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა მომდევნო დილას. გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივად - დილით და ღამით.
თუ დაგავიწყდათ ორივე დოზის დალევა, დამატებითი დოზა არ მიიღოთ მკურნალობა დანიშნულებისამებრ დილით და ღამით გააგრძელეთ.
რჩევა N 7
ადეპის უკუჩვენებაა მომეტებული მგრძნობელობაა მირტაზაპინის ან რომელიმე მისი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ამიტომ თუ ხართ ალერგიული წინასწარ უთხარით ექიმს.
რჩევა N8
ყველა ანტიდეპრესანტს მათ შორის ადეპს, თერაპიის დაწყების პირველ ეტაპზე ახასიათებს დეპრესიული, აგზნებითი დარღვევები, ან ზოგჯერ თავის დაზიანების და თვითმკვლელობის აზრების გამძაფრება. ეს სიმპტომები მალე გაგივლით. უბრალოდ, იყავით უფრო მეტად ყურადღებით, განსაკუთრებით პაციენტის ახლობლები. აკონტროლოთ მოვლენები და სიმპტომების გამძაფრებისთანავე მიმართეთ ექიმს.
რჩევა N9
ადეპი დოზის განსაზღვრისას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდებათ პაციენტებს, ვისაც აქვს:
-
ეპილეფსია;
-
ღვიძლის დაავადება (მაგალითად სიყვითლე);
-
თირკმლის დაავადება;
-
გულის დაავადება;
-
მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა;
-
ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, გვიანი გამოვლინების;
-
გლაუკომა;
-
შარდვის დარღვევები;
-
ლაქტოზას და გალაქტოზას დაბალი ამტანობა;
-
სუიციდური ფიქრები და დეპრესიის ან აგზნების გამწვავება (ამ თემაზე ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ).
რჩევა N10
ანტიდეპრესანტი მიღების დროს არ დალიოთ ალკოჰოლი. ეს დაუშვებელი კომბინაციაა, რომელსაც თქვენი ნერვული სისტემისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის მოტანა შეუძლია.
რჩევა N11
დაიმახსოვრეთ ადეპის გვერდითი ეფექტების სიმპტომები და გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან:
-
ძილიანობა;
-
თავის ტკივილი;
-
სახსრების ტკივილი;
-
მადის მომატება და წონაში მატება;
-
არტერიული წნევის უეცარი შემცირება.
რჩევა N 12
გახსოვდეთ, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ადეპის მიღება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თუმცა გადაწყვეტილებას იღებს ექიმი, ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
რჩევა N13
ვინაიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმების მართვა მაღალ კონცენტრაციას და გონების სიფხიზლეს საჭიროებს, რომლის დაქვეითებასაც იწვევს ადეპი, ექიმები გირჩევენ, თერაპიის პროცესში მოერიდოთ ნებისმიერი ტრანსპორტის მართვას.
ერთი სიტყვით, ადეპი არის წამალი, რომელიც დაგეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში და ცხოვრების ბუნებრივი რიტმის დაბრუნებაში.
