InterPress.ge იუწყება, რომ მომიტინგეებმა სატვირთო მანქანების გადაადგილებას არ უშვებდნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ გზით თურქეთი აზერბაიჯანს იარაღს აწვდის.
ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ მანუკიანი, ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი და პოლიცია.
ჯავახეთში საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი გზის რამდენიმე საათის დაკეტვის შემდეგ, ახალგაზრდებმა გზის გახსნა გადაწყვიტა. თურქეთის სახელმწიფო ნომრით სატვირთო მანქანები სოფელ ქარცხასთან გაჩერებული იყო.
მომიტინგეებმა სომხეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა მოითხოვეს, რათა მათ შეეძლოთ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა და ომში მონაწილეობისთვის ნებაყოფლობით მთიანი ყარაბაღში წასვლა . /Jnews.ge|

