InterPress.ge იუწყება, ახალგაზრდები საკუთარი ინიციატივით ჩაებნენ საარჩევნო აგიტაციაში, მიდიან საარჩევნო ოლქის ყველა დასახლებაში და მოსახლეობას „ ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის უპირატესობებზე ესაუბრებიან და აცნობენ კანდიდატის სამომავლო გეგმებს.
ახალგაზრდების თქმით, გოგი მეშველიანი არის ყურადღებიანი, გამოწვევების დაძლევაზე ორიენტირებული პიროვნება, რასაც მის მიერ მაჟორიტარობისა და გამგებლობის პერიოდში გაწეული საქმიანობა ამტკიცებს.
ახალგაზრდები ასევე ამბობენ, რომ ის ყოველთვის იდგა მათ გვერდით იზიარებდა და მხარს უჭერდა მათ იდეებს და ამიტომ სურთ კვლავ იხილონ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
სჯერათ, რომ გოგი მეშველიანია ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ახალგაზრდებს შეუწყოს ხელი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.




