InterPress.ge-ს ცნობით, ამის შესახებ წილოსანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-იმ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა , მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს - სრულიად გაუგებარი და უსტატუსო რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით, რამდენიმე აცრემლებული დემონსტრანტის ჩვენებით და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ახლა ქართულ პოლიციას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
როგორც ჩანს, BBC -იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის.
პრინციპში, თეთრი სახლის ვებგვერდზე, უკვე ღიად, დეზინფორმატორების სიაშია ვხედავთ ამ ერთ დროს მაღალრეპუტაციულ მედია საშუალებას."-წერს წილოსანი.
