კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

შალვა პაპუაშვილი - ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის მასზე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე

33
შალვა პაპუაშვილი - ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს, მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა  არის მასზე და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე
მოსასმენად დააჭირეთ

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს - არავინ გადაჰყვება ჩვენ ქვეყანას ჩვენი ხალხის გარდა, ჩვენ თვითონ თუ არ მივხედეთ ჩვენ ქვეყანას. ხედავთ, რასაც აკეთებენ, ჩვეულებრივად სწირავენ ადამიანებს…

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს - არავინ გადაჰყვება ჩვენ ქვეყანას ჩვენი ხალხის გარდა, ჩვენ თვითონ თუ არ მივხედეთ ჩვენ ქვეყანას. ხედავთ, რასაც აკეთებენ, ჩვეულებრივად სწირავენ ადამიანებს. საგამზირე ინსტრუმენტად ჰყავთ გამოყენებული, რომ ბევრმა ადამიანმა დაარღვიოს კანონი, შემდეგ იყოს კანონის პასუხი, შემდეგ რასა იუკნევიჩიენემ ესენი რეზოლუციებში წეროს და „ნიანგის ცრემლები“ ღვაროს ევროპარლამენტარმა და რომელიღაცა ელჩმა, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 71 წლის აზა ჩილაჩავას აქციაზე დაკავების საკითხს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ 50-მა ადამიანმა საკუთარი ნება მოახვიოს მილიონნახევრიან ქალაქს და ხედავთ, რომ ის უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაშია, ამ უშინაარსო ქმედებების და რადიკალიზმის მიმართ, რომლის მთავარი მომენტი იყო 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი, იგივე ხალხი ახლა, კიდევ ერთხელ ცდილობს იმავე წრეზე წასვლას, რომელიც ბოლოს რომელიმე შენობის შტურმით უნდა დამთავრდეს და ამის ნაწილია ეს ყველაფერი. ასე რომ, ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად, ჰუმანურად, მათ შორის იმ შემთხვევებში, თუკი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით საჭიროა რაიმე ჰუმანური გადაწყვეტილება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ამაზეც ხედავთ, რომ პროკურატურა ადეკვატურად რეაგირებს.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს - თქვენ, როგორც მედიას,[შეგიძლიათ] მისწეროთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ ჩამოვიდა მოტყუებით, თითქოს აქ ხელისუფლებასთან შეხვედრების უნდოდა, ამ შეხვედრის შემდეგ გადავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, ამ ყოველთვის მონაწილე იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსთაველის გამზირი არ გადაუკეტავს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ვინც 20 ადამიანის მიერ გადაკეტილ ქუჩაზე 21-ე ადამიანად დგება, ისიც კეტავს იმ ქუჩას.

„ნახეთ თქვენ ვიდეო, სადაც ქალბატონი მეყანწიშვილი აორგანიზებდა პრეზიდენტის სასახლეზე განმეორებით შტურმს, ამ ადამიანთან მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით, გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო და მოიწონა რუსთაველის გადაკეტვა, მოიწონა მოძალადეები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას აპირებდნენ, მოიწონა რადიკალიზმი და შეაგულიანა, რომ ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც გადაკეტეთ რუსთაველის გამზირი 20-მა ადამიანმა. ეს იყო მთავარი გზავნილი. აი, ზუსტად მისი დამსახურება არის, რომ 71 წლის ადამიანი, ამ ტალღას მიყოლილი - [აზა ჩილაჩავამ] რომ ნახა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამით შეგულიანებულმა, სავარაუდოდ, მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაა. ასე რომ, ამაზე მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია 4ოქტომბრის შტურმზე, ერთი სიტყვით არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი და იწონებენ, სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს. პასუხისმგებლობა არის ევროკომისიის პრესსპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა რადიკალებს, 50 ადამიანს, რომლებიც ქუჩას კეტავენ. აი, ამის შედეგია, რომ ადამიანები შემდეგ მიჰყვებიან მათ შეგულიანებას, მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში. ასე რომ, პასუხის მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს, ქალბატონ აზასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად. მნიშვნელოვანია, რომ იყოს მართლწესრიგი დაცული და კანონი აღსრულებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →