”აზერბაიჯანის არმიამ მთელი რიგი ტერიტორიები გაათავისუფლა".
InterPress.ge იუწყება ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
ბრიფინგზე აღინიშნა რომ "მთელი რიგი ოკუპირებული სტრატეგიული სიმაღლეები და სოფლები განთავისუფლდა.
არსებული ინფორმაციით, ფუზულის რაიონის სოფლები, გარახანბეილი, გარვანდი, გარადიზი, ზემო აბდურაჰამანლი, ჯებრაილის რაიონის დიდი მარჯანლი და ნუზგარი გათავისუფლდა ოკუპაციისგან.
განადგურდა სომხეთის მხარის საგუშაგოები, რომლებიც განლაგებული იყო აღდარას რაიონის მიმართულებით და მუროვდაღის ქედის სიმაღლეებზე და მმართველი მაღლობები კონტროლზე აყვანილია".
