27 
სეპ
2020
13:43
156

ილჰამ ალიევი - სომხეთის ქმედებებს აზერბაიჯანი უპასუხოდ არ დატოვებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროთა შორის მსხვერპლის შესახებ იუწყება.

ადგილობრივი მედიით დღეს მისი მიმართვა გავრცელდა.

„დღეს დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების დაცხრილვა შეხების ხაზის სხვადასხვა მიმართულებაზე. ამასთან, ცეცხლი გახსნეს სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან, მათ შორის მსხვილკალიბრიანი იარაღიდან. ეს არის სომხეთის მორიგი სამხედრო პროვოკაცია. სომეხი სამხედროების მხრიდან დაცხრილვის შედეგად, არის დანაკარგი აზერბაიჯანელ სამხედროთა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის. აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამ დროისთვის მოწინააღმდეგის პოზიციებზე ხდება დარტყმები, განადგურებულია სამხედრო ტექნიკა“, - განაცხადა მიმართვისას ალიევმა.

Bizimlə əlaqə saxlayın



ჟურნალისტი

InterPress