წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გარდაბანში შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, ქართული ოცნების გარდაბნის მერობის კანდიდატმა დავით კარგარათელმა საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაურთან და მოადგილეებთან ერთად, გარდაბნის N3 ოლქის ამომრჩევლებს შეხვდა.
"შეხვედრაზე წარვადგინეთ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ხაჩიძე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ერთგულად მოემსახურება თავის ამომრჩევლებს. ასევე, ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე", - განაცხადა მან.
.jpg)
.jpg)
.jpg)
