"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაზარლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, საქართველოს პარლამენტის წევრ სავალან მირზოევთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად შეხვედრა გავმართე" - ამის შესახებ ქართული ოცნების გარდაბნის მერობის კანდიდატმა, დავით კარგარათელმა გამაცხადა.
"შეხვედრაზე ამომრჩევლებს წარვუდგინეთ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი, კამრან ბაბაევი.
მათ დეტალურად გავაცანით როგორც უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ის გეგმები, რომელთა განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ვგეგმავთ.
მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება გარდაბანს!" - განაცხადა მან.
