InterPress.ge-ს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ცენტრში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცავები მობილიზდნენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი.



