კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ანკარაში დასავლეთ აზერბაიჯანში დაბრუნების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა — ფოტო

84
ანკარაში დასავლეთ აზერბაიჯანში დაბრუნების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა — ფოტო
მოსასმენად დააჭირეთ

21მაისს, თურქეთში ქალაქ ანკარაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს ხელშეწყობით, დასავლეთ აზერბაიჯანელთა საზოგადოებამ, აზერ-თურქ ქალთა კავშირმა და აზერბაიჯან-თურქეთის სახლმა (ATEV), ბაქოს…

21მაისს, თურქეთში  ქალაქ ანკარაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს ხელშეწყობით, დასავლეთ აზერბაიჯანელთა საზოგადოებამ, აზერ-თურქ ქალთა კავშირმა და აზერბაიჯან-თურქეთის სახლმა (ATEV), ბაქოს საერთაშორისო მულტიკულტურალიზმის ცენტრის, ADA უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის პარტნიორობით გამართეს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე – „დაბრუნება დასავლეთ აზერბაიჯანში, როგორც ადამიანის უფლებების უზენაესობის მნიშვნელოვანი პირობა“.

InterPress.ge-ის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 250-მა ადამიანმა აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, მათ შორის თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) წევრებმა, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტების რექტორებმა, მეცნიერებმა და ბიზნესწარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.

ღონისძიება აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის, და აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირების ხსოვნას.

მომდევნო ეტაპზე წარადგინეს ფილმი, რომელიც დასავლეთ აზერბაიჯანის სიმართლეს, დასავლეთ აზერბაიჯანელთა საზოგადოების საქმიანობასა და ღირსეულ დაბრუნებას შეეხებოდა – მომზადებული დასავლეთ აზერბაიჯანის ტელევიზიის მიერ.

ღონისძიების გახსნისას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა, ედალეტ ვალიევმა წაიკითხა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, მიმართვა კონფერენციის მონაწილეებისადმი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთში მსგავსი ღონისძიების გამართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და წარმატება უსურვა კონფერენციას.

თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, TBMM-ის წევრმა ეფქან ალამ ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ ისტორიული მნიშვნელობა აქვს დასავლეთ აზერბაიჯანზე პირველი ასეთი კონფერენციის გამართვას თურქეთში.

კონფერენცია გაგრძელდა პანელური დისკუსიებით.

პირველი პანელი, რომელიც დასავლეთ აზერბაიჯანის ისტორიას შეეხებოდა, გაიმართა ისტორიკოსისა და „ახალი თურქეთის სტრატეგიული კვლევის ცენტრის“ ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კამალ ჩიჩექის მოდერატორობით. პანელში მონაწილეობდნენ ცნობილი ისტორიკოსები: პროფესორები ილბერ ორტაილი, აიგიუნ ატტარი, ტუფან გიუნდუზი, ოქან იეშილოთი და იბრაჰიმ ეთემ ატნური.

მეორე პანელი – „დასავლეთ აზერბაიჯანი: სამართლებრივი და ჰუმანიტარული ასპექტები“ – ჩატარდა TBMM-ის ქალთა და კაცთა შორის თანაბარი შესაძლებლობების კომისიის თავმჯდომარის, ჩიღდემ ერდოღანის, მოდერატორობით. მონაწილეებს შორის იყვნენ TBMM-ის კომისიის თავმჯდომარეები ვედატ ბილგინი და დერია იანიქი, TBMM-ის წევრი ზეინეფ ილდიზი, ასევე პროფესორები ჯავიდ აბდულაზადე, იაშარ სარი და მუჰარრემ ქილიჩი.

პანელების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ მადლობის სიგელები.

კონფერენციის დახურვის სესიაში სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და დასავლეთ აზერბაიჯანელთა საზოგადოების მმართველი საბჭოს თავმჯდომარე აზიზ ალაქბაროვი, TBMM-ის წევრი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ზაფერ სირაქაია, ასევე აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და საზოგადოებრივი კავშირის „აზერბაიჯან-თურქეთის სახლი“ თავმჯდომარე თანზილა რუსტამხანლი, TBMM-ის წევრი და თურქეთ-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე შამილ აირიმი.

შემდეგ მიღებულ იქნა კონფერენციის საბოლოო დოკუმენტი მონაწილეთა სახელით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ XX საუკუნის სხვადასხვა ეტაპზე დასავლეთ აზერბაიჯანში (დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე) მცხოვრები აზერბაიჯანელები ექვემდებარებოდნენ სისტემურ ეთნიკურ წმენდას და ძალადობრივად განიდევნენ თავიანთი ისტორიული მიწებიდან, რის შედეგადაც ასობით ათასი დასავლეთ აზერბაიჯანელი ლტოლვილად იქცა და მათი კულტურული მემკვიდრეობა განადგურდა. აღნიშნულია, რომ ამ ტრაგიკულ მოვლენებს რეგიონში კულტურული მრავალფეროვნების და ისტორიული მეხსიერებისათვის მძიმე შედეგები მოჰყვა და დღემდე დაუდგრომელი უსამართლობის სახით რჩება.

განსაზღვრულია, რომ დასავლეთ აზერბაიჯანელთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გარდა, წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და შერიგებისთვის. აუცილებელია დასავლეთ აზერბაიჯანში განადგურებული მეჩეთებისა და სხვა კულტურული ძეგლების აღდგენა და დაცვა, რაც რეგიონული მშვიდობისა და თანაცხოვრების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა საჭიროა კულტურული მრავალფეროვნებისა და შერიგების ხელშეწყობის პროცესში.

დოკუმენტში სომხეთის მთავრობა მოუწოდებულია უზრუნველყოს დასავლეთ აზერბაიჯანელთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე და გადადგას რეალური ნაბიჯები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ხაზგასმულია, რომ სომხეთმა უნდა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი დასავლეთ აზერბაიჯანელთა საზოგადოებასთან, დაუშვას UNESCO-სა და სხვა შესაბამისი სტრუქტურების მონიტორინგის მისიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის მიზნით, და უზრუნველყოს აზერბაიჯანელთა საკუთრების უფლებები.

ღონისძიების მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ლიდერობა დასავლეთ აზერბაიჯანში მშვიდობიანი დაბრუნების საკითხში, საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულება და სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა. მათ ასევე გააჟღერეს მადლიერება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ, მისი მტკიცე მხარდაჭერისთვის სამართლიანობის, მშვიდობისა და შერიგების საქმეში.

ღონისძიება დასრულდა სამახსოვრო ფოტოს გადაღებით.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაისელ ისმაილოვა

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →