სებ-ის სტატისტიკით, ყველაზე მეტი თანხა 2025 წლის აპრილში თურქეთში გადაირიცხა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სამეულს კი რუსეთი ხურავს.
გთავაზობთ ტოპ-10 ქვეყანას, რომლებშიც 2025 წლის აპრილში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:
თურქეთი - 6.142 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი - 4.866 მლნ აშშ დოლარი
რუსეთი - 3.734 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა - 2.225 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი - 1.792 მლნ აშშ დოლარი
უზბეკეთი - 1.42 მლნ აშშ დოლარი
ყაზახეთი - 1.364 მლნ აშშ დოლარი
იტალია - 1.139 მლნ აშშ დოლარი
აშშ - 1.095 მლნ აშშ დოლარი
პოლონეთი - 0.837 მლნ აშშ დოლარი
ამასთან, 2025 წლის აპრილში საზღვარგარეთიდან საქართველოში 295.541 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, 27.3%-იანი ზრდის მაჩვენებელია 232.206 მლნ აშშ დოლარი.
