რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვრცლად ისაუბრა რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე.
„სომხეთმა, რომელიც ივლისში თავს დაესხა აზერბაიჯანს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ჩვენ, რეგიონში კონფლიქტების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებას ვუჭერთ მხარს, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის. მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს გაერო-სა და ეუთო-ს რეზოლუციების პატივისცემის გათვალისწინებით“, – განცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
