ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
