როგორც ალიევმა აღნიშნა, ეს პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე ქვეყანას.
ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე განახორციელა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი ამ სატრანსპორტო კორიდორის ფუნქციონირებისთვის.
„ამჟამად ჩვენ უბრალოდ ვაფართოებთ საკუთარ სატრანსპორტო შესაძლებლობებსა და ინფრასტრუქტურას ტვირთების მზარდი მოცულობის გათვალისწინებით“, – განაცხადა ალიევმა.
